შეტევა ალეპოზე

სამთავრობო მედია იუწყება, რომ ალეპოსთვის ბრძოლა გადამწყვეტი იქნება
სირიის სამთავრობო არმიამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში გამაგრებულ ამბოხებულებზე შეტევა დაიწყო. ოპოზიციის აქტივისტების ცნობით, სამთავრობო ძალები ამბოხებულთა პოზიციებს ტანკებიდან და ვერტმფერნებიდან ბომბავენ.


სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით დღევანდელი ბრძოლების დროს 12 ადამიანი დაიღუპა. ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლებამ გამოთქვა შეშფოთება, რომ ალეპოში სისხლისღვრა გარდაუვალია, თუმცა, ამბოხებულთათვის უცხოეთიდან დახმარების გაწევა კიდევ მეტ სისხლისღვრას გამოიწვევს.