ქალაქ ჰომსზე სამთავრობო ძალების შეტევა გრძელდება

ქალაქ ჰომსზე სამთავრობო ძალების შეტევა გრძელდება

სირიელი აქტივისტების ცნობით ქალაქ ჰომსზე სამთავრობო ძალების შეტევა ისევ გრძელდება. დაღუპულთა რიცხვი დღეს სულ ცოტა 24 ადამიანს შეადგენს. შაბათს დაწყებულ ესკალაციას ჰომსში უკვე ასობით ადამიანი შეეწირა.

პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის განკარგულებით ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს ოპოზიციასთან დიალოგის გამართვა დაევალა. თუმცა, ოპოზიცია მთავრობასთან მოლაპარაკებაზე უარს ამბობს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით პეკინში სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ჩინეთი, რომელმაც რუსეთთან ერთად გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო, დღეს აცხადებს, რომ სირიულ ოპოზიციასთან საუბარი და კონტაქტი აუცილებელია და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს.

გერმანიაში, ქალაქ ბერლინში, სირიულ ოპოზიციაზე შპიონაჟის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს. გერმანიის მთავრობამ სირიის საელჩოს 4 თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.