ოფიციალურმა დამასკომ გაეროს გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართა
სირიაში გაეროს გამომძიებელთა ჯგუფი ჩავა, რომელიც ქვეყანაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხს გაარკვევს. გავრცელებული ცნობის მიხედვით, ასეთი ფაქტი გასულ თვეს ალეპოს მახლობლად დაფიქსირდა. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ ლიპინი იუწყება, გაეროს საგამოძიებო ჯგუფს საკმაოდ ბევრი პრობლემის გადალახვა მოუწევს.
სირიის მთავრობის განცხადებით, ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ხან ალ-ასალთან ამბოხებულებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. აღნიშნული ქალაქი ალეპოსთან ახლოს მდებარეობს. საავადმყოფოებს უამრავმა ადამიანმა მიაკითხა. ისინი სუნთქვის გართულებას უჩიოდნენ. გარეგანი დაზიანება არავის აღენიშნებოდა. სირიის მთავრობის განცხადებით, რაკეტა რომელიც ქალაქის მიმართულებით ამბოხებულებმა ისროლეს ქიმიური გაზით იყო დატენილი, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა.
სირიელი ამბოხებულები კი ქიმიურ აირის გამოყენებაში სამთავრობო ძალებს ადანაშაულებენ. ოფიციალურმა დამასკომ გაეროს გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართა. თუმცა, გაერო აცხადებს, რომ მათი მიზანი დამნაშავე მხარის დადგენა ვერ იქნება. გამოძიებას შვედი მეცნიერი აკე სოლისტრომი უხელმძღვანელებს. ის ამბობს, რომ სამოქალაქო ომის პირობებში მომხდარის დადგენა საკმაოდ რთული იქნება.
„ჩვენ ვეცდებით, გავფანტოთ მოარული ხმები და გაუგებრობა. ამ მიზნით გავესაუბრებით შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს, რათა დავადგინოთ ნათელი სურათი,“- ამბობს აკე სოლისტრომი.
გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს სურს, რომ გამოძიება მუშაობას უკვე მომავალი კვირიდან შეუდგეს.
საგამოძიებო ჯგუფში ქიმიის და სამედიცინო საკითხებში დაახლოებით 10 ექსპერტი, ნიდერლანდებში მოქმედმა ქიმიური იარაღის აღმკვეთმა ორგანიზაციამ უნდა დანიშნოს. ემი სმითსონი მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსია.
„საერთაშორისო სანდოობის მოპოვების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს გამოვლინდეს სამხილების ჯაჭვი, რის შედეგებსაც შემდეგ უკვე საერთაშორისო სასამართლოს წარუდგნენ,“ - ამბობს ემი სმითსონი.
მისი თქმით, გამოძიებამ შესაძლოა აღმოაჩინოს კომერციული დანიშნულების ქიმიური ნივთიერების და არა საბრძოლო გაზი, როგორიცაა მდოგვის აირი თუ სხვა.
სირიელი ამბოხებულები პრეზიდენტის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფენ. სირიის მთავრობას არასდროს დაუდასტურებია, რომ ის ქიმიურ არსენალს ფლობს. თუმცა, ასადის თანაშემწეებმა განაცხადეს, რომ ქიმიური იარაღი შესაძლოა გამოიყენონ უცხო ქვეყნების აგრესიის შემთხვევაში და არა სირიელების წინააღმდეგ.