შეხვედრაზე სირიაში სამოქალაქო ომის დასრულების გზები ვერ გამოინახა.
სირიის საკითხში საერთაშორისო დესპანის ლახდარ ბრაჰიმის განცხადებით, მაღალი რანგის ამერიკელ და რუს ოფიციალურ პირებთან ჟენევაში მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა. შეხვედრაზე სირიაში სამოქალაქო ომის დასრულების გზები ვერ გამოინახა.
მოლაპარაკებები ჟენევაში გაეროს შტაბბინაში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრას რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი ესწრებოდა, ხოლო ამერიკის მხარეს სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი წარმოადგენდა.
დისკუსია სირიაში ომის დასრულების გეგმის შემუშავებას შეეხებოდა, რომელიც ივნისის თვეში სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა.
გეგმა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას და გარდამავალი მთავრობის შექმნას გულისხმობს, რომელშიც შევლენ როგორც ასადის მთავრობის წევრები, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.