დღეს გამთენიისას, შეერთებულმა შტატებმა სირიის სამთავრობო ძალებზე პირველი იერიში მიიტანა. ამერიკულმა ნაღმოსნებმა ხმელთაშუა ზღვიდან ქალაქ ჰომსთან ახლოს, ალ-შაირათის ავიაბაზა დაბომბეს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაბაზას 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი" ესროლეს.
განადგურებულია ავიაბაზის ინფრასტრუქტურა, ასაფრენი ბილიკები და იქ განთავსებული ავიაცია. დაზვერვის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავები, რომელთაც ორი დღის წინ იდლიბის პროვინციას ქიმიური იარაღი დაუშინეს, სწორედ ალ-შაირათის ბაზიდან აფრინდნენ.
პრეზიდენტმა ტრამპმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ ქიმიური იარაღის აღკვეთა შეერთებული შტატების "სასიცოცხლო ეროვნული ინტერესია." მან ცივილიზებულ მსოფლიოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ძალისხმევას, რათა სირიაში "ხოცვა-ჟლეტა და სისხლისღვრა" დასრულდეს.