ხუთშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა თქვა, რომ რუსეთის იდეა ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, რომელიც დამასკოს ალყაშემორტყმული გარეუბნიდან სამოქალაქო მოსახლეობის გამოსაყვანად უნდა შეიქმნას - „არასერიოზულია“.
ჰედერ ნაუერტმა ჟურნალისტებს უთხრა: „ამის ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს, რომელსაც გასულ შაბათს, გაეროში ერთხმად დაუჭირეს მხარი. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ამას თხუთმეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და რუსეთმაც იგივე გააკეთა“.
ნაუერტმა თქვა, რომ ღუტაში 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უშიშროების საბჭომ დაამტკიცა, „აშკარად არ მოქმედებდა“. პრეს-მდივანმა დასძინა, რომ მხოლოდ შაბათის შემდეგ, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ვაშინგტონი რუსებს მოუწოდებს, სირიელებზე ზეწოლა მოახდინოს, რათა თავი შეიკავონ და არა მხოლოდ აღმოსავლეთ ღუტაში, არამედ ყველგან, ბრძოლის დეესკალაცია მოხდეს.