შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ალიანსი, სახელწოდებით სირიის დემოკრატიული ძალები, რაქას გათავისუფლებისთვის იბრძვის. სირიის ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დე ფაქტო დედაქალაქია, რომელსაც დაჯგუფება 2014 წლის შემდეგ აკონტროლებს.
გენერალ-ლეინტენანტ სტივ ტაუნსენდის თქმით, “რაქასთვის ბრძოლა ხანგრძლივი და რთული იქნება”, თუმცა ის ამავე დროს ხალიფატის დამარცხების საქმეში მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს. ტაუნსენდი შეერთებული შტატების წინამძღოლობით, სირიაში და ერაყში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის მეთაურია.