სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები

countryside, July 9, 2014.

სირიის ოპოზიციის წამყვანი ძალა მიანიშნებს, რომ მას გაეროს მედიატორობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობის სურვილი აქვს. გაერო ადასტურებს, რომ ჯგუფის წარმომადგენლებს ჟენევაში პარასკევს ელოდებიან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სირიაში 27 თებერვალს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ძალადობის ფაქტების შემცირების შესახებ იუწყება. პროგრესი შეინიშნება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საქმეშიც. შეერთებული შტატების და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები სატელეფონო საუბარზე შეთანხმდნენ. ორივე, ჯონ კერი და სერგეი ლავროვი აცხადებენ, რომ მოლაპარაკების ახალი რაუნდის გადადება არაფრით შეიძლება.