ამ ტენდენციაზე სირიის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ მიუთითა
სირიის ოპოზიცია მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ბაშარ ალ ასადის მხარდაჭერა.
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰაზიმ ნაჰარმა, კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სირიის მოსახლეობაში რუსეთს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს. რუსეთი ბაშარ ალ ასადის ახლო მოკავშირედ ითვლება.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასძინა, რომ მოსკოვი ორივე მხარესთან მჭიდროდ თანამშრომლობს და თავად სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.