აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით მოხდა ქალაქ დარაას სამხედრო ბაზასთან
სირიის ოპოზიციის განცხადების თანახმად, ორი კამიკაძის მიერ მანქანებში დამაგრებული ბომბების აფეთქების შედეგად ქვეყნის სამხრეთში ბაშარ ასადის უშიშროების ძალების 20 ოფიცერი დაიღუპა.
სირიელი აქტივისტების განცხადებით, აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით მოხდა ქალაქ დარაას სამხედრო ბაზასთან.
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დღემდე ამტკიცებს, რომ სირიის ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული და მისი ოფიცრები მასობრივად ტოვებენ არმიის რიგებს და თურქეთში აფარებენ თავს.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში სირიის არმიის 26 მაღალი რანგის ოფიცერი გადავიდა საზღვარზე, რომელთა შორის 2 გენერალი და 11 პოლკოვნიკია.