შედარებით მშვიდი დღე სირიაში

სირიის ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა დემონსტრაციების მოწყობის მიზნით, ხელისუფლების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესრულების პირობის შემოწმება სცადა.

სირიის ეროვნული საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში დღეს მეტნაკლებმა სიმშვიდემ დაისადგურა.

საბჭოს პრესპიკერის - ფავაზ ზაკრის განცახდებით მიუხედავად იმისა რომ სირიაში ძალადობა დასასრულს მიუახლოვდა, ოპოზიციამ უსამართლობის წინააღმდეგ ხმა კვლავ უნდა აიმაღლოს.

პარალელურად სირიის სახელმწიფო მედიია აცხადებს რომ ქალაქ ალეპოში მომხდარი აფეთქებების დროს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 24 ოფიცერი მძიმედ დაშავდა.

სირიის ოპიზიციის ჯგუფი ასევე ადასტურებს რომ სირიის საჯარისო ნაწილები სხვადასხვა ქალაქებში გამაფრთხილებელ მზადყოფნაში იმყოფებიან.