აშშ სახელმწიფო მდივნის თქმით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებების რაოდენობა დღითიდღე იზრდება
სირიაში მომაკვდინებელი აირი, ზარინი გამოიყენეს - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. კვირას აღნიშნული განცხადება ჯონ კერიმ მედიასთან შეხვედრაზე დამოუკიდებელი კვლევების შედეგებზე დაფუძნებით გააკეთა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, მტკიცებულებების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც მას იმ განცხადების გაკეთების უფლებას აძლევს, რომ „რამდენიმე დღეში კონგრესი ცნობს იმ ფაქტს, რომ ჩვენ ასადს (სირიის პრეზიდენტს) ვერ მივცემთ უფლებას ხალხი ასე დაუსჯელად მოწამლოს“.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფასალ მაქდადი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მიერ კონგრესის მხარდაჭერის მოთხოვნა იმის მაჩვენებელია, რომ ობამა დაბნეულია და მერყეობს.
სირიის ოფიციალური პირის განცხადებით, ობამას სიტყვამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია სიტუაცია სირიაში. პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის ბრალდებებს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ მაქდადმა არასწორი ინფორმაცია და „დიდი ტყუილიც“ კი უწოდა.
კვირას ქაიროში არაბული ლიგის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც არაბული ქვეყნების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სირიაში „აუცილებელი შემაფერხებელი“ ზომების მიღებაზე გაამახვილეს ყურადღება.