სირიელები ერაყის ქურთისტანში პროდუქტებისთვის დადიან
სირიაში გაჭიანურებული კონფლიქტის შედეგად საწვავზე და საკვებ პროდუქტებზე მწვავე დეფიციტი უკვე აშკარაა. ათასობით სირიელს სხვადასხვა სახის საქონლის საყიდლად საზღვრის გადაკვეთა და ერაყის ჩრდილოეთში ნახევრად ავტონომიურ ქურთულ რეგიონში გადასვლა უწევს. ერაყი-სირიის საზღვრიდან დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სებასტიან მეიერი არკვევდა.
მძიმე ტომრების ქვეშ მოხრილი სირიელი მამაკაცი ერაყის ქურთისტანიდან უკან სირიაში ბრუნდება. მან ამისთვის 4 საათი უნდა იაროს. ყოველდღიურად ამ მარშრუტს სამი ათასზე მეტი სირიელი გადის. ისინი აუცილებელი ნივთების, პროდუქტების და საწვავის საყიდლად ერაყში გადადიან და უკან ბრუნდებიან.
22 წლის ალი მუჰამედ ბედავი ერაყში ალეპოდან მიმეგზავრება, მან იქ მაკარონი და ქსოვილის ნაჭრები უნდა შეიძინოს. ამისთვის, თოთხმეტი საათი გზაში უნდა დაჰყოს.
„ქალაქში არ გვაქვს არც პური, არც სხვა საკვები. არ არის გაზი. არ არის საწვავი. ხალხი შიმშილობს,“ - ამბობს ბედავი.
ზოგიერთი ამ ვითარებას ბიზნესის კეთების საშუალებადაც განიხილავს. ერაყში ერთ დოლარად ნაყიდ ლიტრ ბენზინს სირიაში დოლარად და ორმოცდაათ ცენტად ყიდიან.
„ჩვენ ნავთს არ ვყიდით, რადგან სახლში გვჭირდება, მხოლოდ ბენზინით ვვაჭრობთ,“ - ამბობს ერაყელი ქურთი ჰუსამ მუსა.
სირიელებისთვის საზღვარი ერაყის ქურთისტანის რეგიონის ხელმძღვანელობამ საკუთარი გადაწყვეტილებით გახსნა ისე, რომ ცენტრალურ მთავრობას ბაღდადში არც კი შეეკითხა. ქურთების ლიდერები ამბობენ, რომ სირიელი ქურთების დახმარება საკუთარი წარსულის მიხედვით გადაწყვიტეს. ამისთვის ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ.
„ერაყელმა ქურთებმა მიიღეს გაკვეთილი მთელი ისტორიის მანძილზე და ვფიქრობთ, რომ როგორც ხალხი, ასევე რეგიონის მთავრობა პასუხისმგებელია, რათა იმოქმედოს და სირილებს მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ჩვენც გამოვიარეთ ეს გზა და კარგად ვიცთ, თუ როგორ გაჭირვებაში არიან ისინი,“ - ამბობს დოქტორი დინდარ ზებარი, რომელიც ერაყის ქურთულ მთავრობაში საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს.
სირიაში კონფლქტი გრძელდება და არავინ იცის, თუ როგორ და როდის დასრულდება. ერაყის ქურთისტანში გახსნილი გზა კი სირიელიებისთვის მცირეოდენ შვებას წარმოადგენს.