ქალაქ ჰომსში 25 ადამიანი მოკლეს

ქალაქ ჰომსში 25 ადამიანი მოკლეს

სირიის უსაფრთხოების მიერ განხორციელებულ მორიგ დარბევას ქალაქ ჰომსში 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც გაერომ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ქვეყნის ხელისუფლებას სპეციალური გამოძიებისთვის სანქციის გაცემა მოსთხოვა.

თვითმხილველთა განცხადებით, ორშაბათს ქალაქში მძიმე არტილერიის შეჭრის შემდეგ მდგომარეობა სუნიტთა და მთავრობის მხარდამჭერ ალავიტთა შორის ძალიან დაიძაბა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა -ბან კი მუნმა- ორშაბათს შვეიცარიიდან სირიის პრეზიდენტს სისხლისღვრის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. გაერთიანებული ერების მონაცემებით სირიაში 7 თვის წინ დაწყებული ამბოხიდან დღემდე მსხვერპლის რაოდენობა 3 ათასს აღწევს.