ბრძოლები სირიაში

ამბოხებულებმა გუბერნატორი დაატყვევეს
სირიის ოპოზიციის აქტივისტების ცნობით, ამბოხებულებმა რაყას პროვინციის გუბერნატორი დაატყვევეს, მას შემდეგ რაც პროვინციის მთავარი ქალაქი სამთავრობო ჯარებმა დატოვეს. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ადასტურებს ინფორმაციას გუბერნატორ ჰასან ჯალილის დატყვევების თაობაზე. ამბოხების დაწყებიდან ეს პირველი მაღალიჩინოსანია რომელიც ამბოხებულებს ხელში ჩაუვარდათ. ამბოხებულებმა ქალაქ რაყაზე კონტროლი გუშინ დაამყარეს, თუმცა ბრძოლები ქალაქის ზოგიერთ უბანში დღემდე გრძელდება. ქალაქი მდინარე ევფრატზეა გაშენებული და თურქეთის საზღვრიდან 80 კილომეტრით არის დაშორებული.