ასობით დაღუპული სირიელი

სირიის ვიცე-პრეზიდენტი, ფარუქ ალ-შარაა, ირანის ოფიციალურ პირებს შეხვდა. საჯარო გამოსვლით წერტილი დაესვა რამდენიმეკვირიან სპეკულაციას მისი ამბოხებულების მხარეზე გადასვლის შესახებ. 73 წლის სუნიტი მუსლიმი ლიდერი 18 ივლისის ინციდენტის შემდეგ არ გამოჩენილა, რომლის დროსაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან დაახლოვებული პირები დაიღუპნენ.

სირიელი აქტივისტების ცნობით, ქვეყანაში შაბათს რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა. დიდ ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა 370-ს აღემატება. სირიის დედაქალაქ დამასკოსთან მდებარე დარააში 200 გვამი იპოვეს. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დამოუკიდებელი წყაროების მიერ ჯერჯერობით არ დასტურდება. თუმცა, აქტივისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოფირზე მასობრივი მსხვერპლი გარკვევით ჩანს.