ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მეჩეთში აფეთქება მოხდა
სირიელ მეამბოხეებსა და სამთავრობო არმიას შორის გუშინ დადებული ოთხდღიანი ზავი დეირ ეზორში მეჩეთში მომხდარმა აფეთქებამ დაარღვია. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სანას ცნობით, აფეთქება ტერორისტებმა განახორციელეს, რამაც მეჩეთის შენობას დიდი ზიანი მიაყენა. დაპირისპირებულ მხარებს შორის დროებითი ზავი ეიდ ალ ადჰას, იგივე ყურბან ბაირამის დღესასწაულის გამო დაიდო. ოპოზიციის აქტივისტების ცნობით, მეჩეთის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ასევე, ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის ინფორმაციით, პარასკევს სხვადასხვა ადგილზე შეტაკებების შედეგად 150 ადამინი დაიღუპა.