არჩევნებში მოსახლეობის 51 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა
სირიის ხელისუფლების განცხადებით, 7 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დარეგისტრირებული ამომრჩევლის ნახევარზე მეტმა მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ დისიდენტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამო.
სირიის საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩევნებში დარეგისტრირებული ამომრჩევლის 51-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს უდრის.
სირიის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ.