„ჰიუმან რაითს ვოჩმა“ ბოლო ექვსი თვის მანძილზე კასეტური ბომბების გამოყენების 119 შემთხვევა გამოავლინა
საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებიეთ, სირიის სამთავრობო ძალების მიერ კასეტური ბომბების გამოყენება დასახლებულ რაიონებში, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობას ზრდის.
კასეტური ბომბები გასროლისას მრავალ პატარა ჭურვად იშლება და მოქალაქეებს დიდ საფრთხეს უქმნის. ჭურვების ნაწილი დაცემისთანავე არ ფეთქდება და შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ ამოქმედდეს. ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ იუწყება.
ორგანიზაციამ ბოლო ექვსი თვის მანძილზე კასეტური ბომბების გამოყენების 119 ადგილი გამოავლინა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში კასეტური ბომბების აფეთქების შედეგად 11 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვი და ორი ქალი.