ველტი, მარტენი და ორტუნგი შეთანხმების დეტალებზე საუბრობენ
ვაშინგტონი —
ამერიკის ხმის რუსულმა რედაქციამ რამდენიმე ამერიკელი ექსპერტი დაკითხა და მათ სირიის საკითხში ჟენევაში რუსეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ გაესაუბრა.
ინტერვიუებს ვადიმ მასალსკი უძღვებოდა.
ექსპერტები აფასებენ-იქნება თუ არა წარმატებული დიპლომატიური ძალისხმევა ახალი "გადატვირთვის" ტოლფასი რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში.
მომდევნო ნაბიჯი ყველაზე რთული იქნება
ვაშინგტონში მდებარე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი და ევრაზიული კვლევების პროგრამის თანა-დირექტორი კორი ველტი ამბობს, რომ სირიის საკითხებზე მიმდინარე დიალოგში მომდევნო ნაბიჯი ყველაზე რთული და სახიფათო იქნება. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ობამა ჯერ კიდევ ეჭვით აღიქვამს კრემლის ინიციატივას, იმდენად რამდენადაც რამდენიმე საკითხი მართლაც გაუგებარია: რა რაოდენობის ქიმიური იარაღი არსებობს სირიაში, სად ინახავენ ამ იარაღს, სად მოხდება მისი დისლოკაცია და რამდენად აკონტროლებს ქიმიური იარაღის მარაგებს ასადი?
"მეორეს მხრივ, ობამას ახარებს კიდეც ის გარემოება, რომ მან ამ თემაზე კენჭისყრის გადადებას მიაღწია კონგრესში, რაც შეიძლება მის წინააღმდეგ შემობრუნებულიყო. ახლა ის, ამის გამო პუტინს უმადლის კიდეც,"-ამბობს ველტი.
მიუხედავად ამისა, ამერიკელთა უმეტესობა, აგრძელებს ექსპერტი, სირიაში ამერიკის შეზღუდული სამხედრო ქმედების წინააღმდეგ გამოდის, რაც პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს.
თუმცა ველტი ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე თეთრი სახლისთვის შესაძლოა სხვა პრობლემაც იდგეს.
"გავიხსენოთ ირანი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებებს აჭიანურებს ბირთვული პროგრამის შესახებ.
შეეცდება თუ არა ასადი გააკეთოს იგივე, და ამ ეტაპზე რას მოიმოქმედებს რუსეთი?-კითხულობს პროფესორი.
რუსეთის ინტერესები სირიაში: ეროვნული თუ პირადი?
კოლუმბიის უნივერსიტეტის პედაგოგი საერთაშორისო საკითხებში კიმბერლი მარტენი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას სირიაში ჯგუფური და პირადი ფინანსური ინტერესები აქვს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაკავშირებული სირია-რუსეთის სამხედრო კონტრაქტებთან.
ამ ადამიანებს შორის, მარტენის თქმით, არიან ვიქტორ ივანოვი, სერგეი ჩემეზოვი, ვლადისლავ მენშიკოვი.
მარტენი ამბობს, რომ არის იმის მტკიცებულებები, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვი კვლავინდებურად ეხმარებოდა დამასკოს-ქიმიური იარაღის პროგრამის განვითარების კუთხით.
დიალოგი შესაძლებელია, გადატვირთვა?
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და ონლაინ-ჟურნალის-Russian Analytical Digest-თანადირექტორი რობერტ ორტუნგი განსაკუთრებული ოპტიმიზმის გარეშე აღიქვამს ჟენევის ხელშეკრულებას. თუმცა ამბობს სულ ცოტა სამი მნიშვნელოვანი მიმართულების შესახებ, რომელთა საშუალებით მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი შესაძლებელია.
პირველ რიგში ეს არის სარაკეტო-ბირთვული პოტენციის ორმხრივად შეკვეცა. მეორე-ავღანეთში, რომლის სტაბილურობა მოსკოვს, ვაშინგტონზე ნაკლებად არ უნდა აინტერესებდეს, მხარეებს საერთო ინტერესი აქვთ ნარკოტრეფიკინგსა და ისლამურ ექსტრემიზმს ებრძოლონ. მესამე კი, იქნება თანამშრომლობა ევროპაში, სადაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ცდილობდნენ ევროკავშირს შეუერთდნენ.