სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირღვევა

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელზეც აშშ-მ და რუსეთმა მოილაპარაკეს ძალაში სამი დღის წინ შევიდა, მაგრამ მხარეები ერთმანეთს მისი პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მოსკოვი ვაშინგტონს ბრალს სდებს იმაში, რომ ამერიკა სირიის სახალხო ლაშქარს ვერ აკონტროლებს, ხოლო მეამბოხეების მეთაურები კი აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტას აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი გაეროს ჰუნამიტარული ტვირთის ქალაქ ალეპოში ჩატანას ხელს შეუშლის.

გუშინ რუსეთს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ამერიკა მეამბოხეების მოქმედებების დაფარვაში დაადანაშაულა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით კი, რუსეთი ბოლომდე ჩართული არ არის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების პირობების შესრულებაში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მეტი დრო და ძალისხმევა იქნება საჭირო საჰაერო ოპერაციების კოორდინაციისა და ერთობლივი სამეთაურო ცენტრის შესაქმნელად.