სირიაში აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთში, ტერიროსტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების მიერ მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 18 და დაშავდა ათეულობით ადამიანი.

აფეთქება დეირ ალ-ზორისა და ჰასაკის ოლქების საზღვარზე მოხდა. თავდასხმა მოხდა მაშინ, როდესაც ქურთულ-არაბული დანაყოფები, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნას ცდილობს სირიის ჩრდილოეთი რაიონებიდან.