სირიის პრეზიდენტი „რაშა თუდეი"-ს (Russia Today) ესაუბრა
სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და კვლავ აცხადებს, რომ სირიას საგარეო ინტერვენცის საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ სირიის ლიდერმა ტელეკომპანია „რაშა თუდეი"-სთან (Russia Today) საუბარში განაცხადა. მისი თქმით, სირიაში ინტერვენციას „დომინოს ეფექტი“ ექნება და დანარჩენ ქვეყნებზეც გავრცელდება. როგორც ასადმა აღნიშნა, ის არ არის მარიონეტი და სირიაში ცხოვრებას და სიკვდილს აპირებს. რუსული არხი არ აკონკრეტებს, თუ სად შედგა სირიის პრეზიდენტთან ინტერვიუ. საუბრის სრული ვერსია „რაშა თუდეი"-ს არხით მოგვიანებით გადაიცემა.
კვირის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ თუკი ასადი სირიის დატოვებას გადაწყვეტს, შესაძლოა მას ამის უფლება მისცენ, თუკი ეს ქვეყანაში სამოქალაქო ომს დაასრულებს. ამავდროულად, ყატარის დედაქალაქ დოჰაში სირიის ოპოზიციის ლიდერების შეკრება მიმდინარეობს, სადაც მათი უფლებამოსილების გაფართოვების საკითხი განიხილება.