დამასკოში სირიის სამთავრობო ძალები მეამბოხეთა პოზიციებს უტევენ
ოპოზიციის აქტივისტების ინფორმაციით ბრძოლები, მათ შორის რეიდები სახლებში, და მასირებული დაბომბვა, გრძელდებოდა დედაქალაქის რამდენიმე უბანში.
ამერიკის ხმისთვის ჩაწერილ განცხადებაში, რომელიც დიდ ბრიტანეთში ბაზირებულმა სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა გააკეთა, ნათქვამია, რომ გუშინ დამასკოში სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. მოსახლეობის განცხადებით, მომხდარი დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავეა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ოპოზიციის მეამბოხეთა მიერ კონტროლირებადი უბნების მართვა დაიბრუნა.
ამ ფონზე, ნიუ იორკში გაეროს პოლიტიკურმა მდივანმა ჯეფრი ფელტმანმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ სირიაში მზარდ ჰუმანიტარულ კრიზისს გაერო შეშფოთებით ადევნებს თვალს.