კონფლიქტი მეზობელ ლიბანშიც ვრცელდება
სირიის სამთავრობო ძალებმა დამასკოში ამბოხებულთა სიმაგრეებზე შეტევები განაახლეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა ასევე იზრდება სამხრეთ სირიის იმ ქალაქებში, სადაც ამბოხებულები მოქმედებენ.
მოსახლეობის ცნობით, ამბოხებულთა რაიონების მასირებული დაბომბვა მანამდე გრძელდებოდა, ვიდრე მათ პოზიციებს სამთავრობო ძალები დაიკავებდნენ. სირიის კონფლიქტის გავრცელება ხდება მეზობელ ლიბანშიც, სადაც ჩრდილოეთის ქალაქ ტრიპოლიში სუნიტებსა და ალავიტებს შორის შეტაკებების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ამავდროულად, სირიის ვიცე-პრემიერმა ყადრი ჯამილმა გუშინ მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ სირიაში დასავლური ინტერვენცია ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიან ომს გამოიწვევს. მან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებაზე, რომელმაც სირიის მთავრობა გააფრთხილა არ გამოიყენოს ქიმიურ იარაღი ამბოხებულთა წინააღმდეგ.
„ეს ჩვებ გვაგონებს ერაყის ისტორიას მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებით, სადაც ასეთი იარაღი ვერ იპოვეს. დასავლეთი სირიაში შემოსაჭრელად ქვეტექსტებს ეძებს,“ - განაცხადა ჯამილმა.