ვაშინგტონის განცხადებით სირიის პრეზიდენტი „რეალობიდან შორს დგას“
შეერთებული შტატების განცხადებით, სირიის პრეზიდენტის გეგმა ეროვნული შერიგების შესახებ „რეალობიდან შორს დგას“ და „ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭების“ მცდელობაა. ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მისი თქმით, ბაშარ ალ-ასადმა ლეგიტიმურობა დაკარგა. ნულანდმა გაიმეორა ვაშინგტონის მოწოდება ასადის გადადგომის შესახებ.
კვირას სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ექვსთვიანი პაუზის შემდეგ საჯაროდ გამოვიდა და ქვეყანაში არსებული კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ინიციატივა წამოაყენა. მისი გამოსვა დამასკოს ოპერის თეატრში გაიმართა. ასადმა განაცხადა, რომ „სირია ბრძოლას აწარმოებს ქვეყნის მტრებთან“ და ქვეყანაში არ მიმდინარეობს არანაირი სახალხო რევოლუცია. მან დასავლეთის და რეგიონის მთავრობებს ამბოხებულთა დაფინანსების შეწყვეტა მოთხოვა და აღნიშნა, რომ ალ-ყაიდას ტერორისტებს მისი ქვეყნის გახლეჩვა სურთ.
ასადის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ამბოხებული მებრძოლების დაფინანსება და შეიარაღება, უნდა აღიკვეთოს ტერორისტული ქმედებები და ყველა დევნილი დაბრუნდეს სამშობლოში. მისი თქმით, სამთავრობო არმია მხოლოდ ამ შემთხვევაში შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს.