დაღუპულთა რაოდენობა 60 ათასს აღწევს
სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ავიაციამ დამასკოსთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგური დაბომბა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. რა ვითარებაა სირიაში? ამის შესახებ დეტალებს ქაიროდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ედვარდ იერანიანი არკვევდა.
სამოყვარულო ვიდეოზე კარგად ჩანს აალებული ბენზინგასამართი სადგური. როგორც თვითმხილველმა სააგენტო „ასოშეიტედ პრესს“ განუცხადა, სამთავრობო თვითმფრინავმა სადგურის მიმართულებით რაკეტა გაუშვა. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. მსხვერპლის სიდიდის მიზეზი ის იყო, რომ ბენზინის რიგში რამდენიმე ათეული მანქანა იდგა. პროსამთავრობო მედიის ცნობით, ბენზინგასამართი სადგური მართლაც იყო სამთავრობო ავიაციის შერჩეული სამიზნე, რადგანაც ის იმ სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარეობდა, რომელიც ამბოხებულთა ალყაში იყო. სამთავრობო არმიამ კიდევ რამდენიმე სამიზნეზე მიიტანა შეტევა, მათ შორის ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში საცხობები დაიბობმა. ოპოზიცის აქტივისტები აცხადებენ, რომ მთავრობას ამბოხებულთა რაიონებში შიმშილის გამოწვევა აქვს განზრახული. სირიაში პურიც და ბენზინიც სამთავრობო სუბსიდიაზეა და ამდენად მათი მომარაგება შეფერხებულია. რიად ქაჰვაჯი ახლო აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ ასადის ძალების სტრატეგია სამოქალაქო მოსახლეობის დატერორება და მათი ამბოხებულთა წინააღმდეგ განწყობაა.
„მასობრივი მკვლელობები მიზნად ისახავს მოსახლეობის ტერორიზებას და მათ ამბოხებულთა წინააღმდეგ მიმართვას. ეს არის იმ დაბომბვების მიზანი, რაც ხდებოდა ომების ისტორიაში, მაგრამ ამჯერად რეჟიმი მოქმედებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ისინი ამბოხებულთა წინააღმდეგ ძალიან სისხლიან მოქმედებებს ახორციელებენ. ეს არის მათი სტრატეგია, “ - ამბობს ქაჰვაჯი.
თავის მხრივ ამბოხებულებმა, იდლიბის პროვინციაში მთავრობის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მიიტანეს იერიში. ასევე გრძელდება ამბოხებულთა ალყა ალეპოს ჩრდილოეთში მდებარე სამთავრობო ბაზაზე. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ალეპოს და დამასკოს აეროპორტების დასაკავებლად. ორივე აეროპორტიდან სამოქალაქო რეისების განხორციელება გადადებულია.
ქაჰვაჯი ამბობს, რომ თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამბოხებულები სამთავრობო ბაზებს უტევენ.
„ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში ამბოხებულების ალყაშია რამდენიმე აეროპორტი, რის გამოც მთავრობა იძულებულია ფრენები შეწყვიტოს. თუმცა, ასადის რეჟიმი კვლავ აკონტროლებს დასავლეთში მდებარე საჰაერო ბაზებს, ასევე ვითარებას ფლობს დედაქალაქის ჩრდილოეთით და ზღვის სანაპიროზე. სწორედ აქ მდებარე აეროპორტები გამოიყენება სამხედრო-საჰარეო შეტევებისთვის,“ - აცხადებს ქაჰვაჯი.
ამავდროულად გაერომ სირიაში მსხვერპლის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2011 წლის მარტიდან დღემდე სამოქალაქო ომის შედეგად 60 ათასი სირიელი დაღუპული.