გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგად უკანასკნელი 8 თვის მანძილზე სირიაში 3500 ადამიანია მოკლული. სამთავრობო ძალები ყველაზე აქტიურად ქალაქ ჰომსში ახორციელებენ იერიშებს.
გაეროს განცხადებით, კვირას, როდესაც ქვეყანა მუსლიმურ დღესასწაულ იდ ალ ადჰას აღნიშნავდა, სავარაუდოდ 19 ადამიანი იქნა მოკლული.
მიუხედავად იმისა, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა არაბული ქვეყნების ლიგის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას ხელი მოაწერა, ის კვლავ იყენებს ძალას საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამშვიდობო გეგმაზე დათანხმების შემდეგ სირიაში 110 ადამიანია მოკლული.