სირიაში ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ჩატარდა

სირიაში ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ჩატარდა

სირიაში ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ სახელისუფლებო ძალები ტანკებითა და ვერტმფრენებით დაესხნენ თავს ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას. დღევანდელი სამხედრო ოპერაცია თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ალ შუგორში ჩატარდა. იერიში ქალაქის ორი მხრიდან ერთდროულად დაიწყო.

სირიის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ალ შუგორში მას შემდეგ შევიდნენ, რაც განმნაღმელებმა ხიდების ქვეშ მოთავსებული ბომბები გააუვნებელყვეს. ამასთან ერთად, სირიის არმია ალ შუგორში მას შემდეგ გაიგზავნა, რაც ხელისუფლებამ ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების დახოცვაში დაადანაშაულა.

სასაზღვრო ქალაქებში გამართული დაპირისპიების შედეგად, სირიიდან თურქეთში ათასობით ლტოლვილია გადასული.

გერმანიის საგარაო საქმეთა მინისტრმა სირიის ხელისუფლების მოქმედებები დაგმო და ძალადობის დაუყოვნებელი შეწყვეტა მოითხოვა.