სირიის პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვა

სირიის პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი აცხადებს, რომ ქვეყანაში ლეგიტიმური რეფორმების გატარება შეუძლებელი იქნება, თუ ცვლილებების მოთხოვნა ვანდალიზმის გზით გაგრძელდა.

ასადმა დღეს ხალხს სატალევიზიო მიმართვაში განუცხადა, რომ სირიაში სტაბილურობის დამყარების გარეშე ქვეყანა პოზიტიური მიმართულებით ვერ განვითარდება. მისი თქმით:

„მათთან, ვისაც იარაღი უჭირავს ხელში და ხალხს კლავს, არანაირი პოლიტიკური მოალაპარაკება არ იქნება. ჩვენ პოლიტიკური გამოსავალი უნდა მოვნახოთ და იმედია ჯარიც მალე დაბრუნდება ყაზარმებში. კანონის დაცვა ქუჩაში პოლიციამ უნდა უზრუნველყოს.“

ეს პრეზიდენტ ასადის მესამე სატელევიზიო მიმართვა იყო მას შემდეგ, რაც სირიაში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო.