სირიამ ხელი მოაწერა არაბული ლიგის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელიც ქვეყანაში დამკვირებლების დაშვებას ითვალისწინებს უშიშროების ძალების მიერ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დარბევების აღკვეთის მიზნით.
ხელშეკრულებას ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მოაწერეს ხელი სირიაში სახალხო გამოსვლების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ. გაეროს მონაცემებით სირიიის უშიშროების ძალებმა ამ ხნის განმავლობაში 5000 ადამიანი მოკლეს.
არაბულმა ლიგამ შეაჩერა ამ ორგანიზაციაში სირიის წევრობა და დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციები დააწესა დამასკოს რეჟიმის წინააღმდეგ, რათა ეს უკანასკნელი სამშვიდობო ინიციატივებზე დაეთანხმებინა.
დღესვე ჩინეთმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობს სირიაში მიმდინარე ძალადობას.
რეზოლუციის პროექტი რუსეთის ინიციატივით შეიქმნა, რომელიც ძალადობაში მონაწილე ყველა მხარეს გმობს, მაგრამ სანქციების დაწესებისგან თავს იკავებს.