სირიაში საპროტესტო დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნეს

სირიაში საპროტესტო დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნეს

სირიის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ჰომსში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას და ერთი ადამიანი მოკლეს.

ანტი-სამთავრობო გამოსვლები სირიის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნებში.

დასავლეთის მედიის ინფორმაციით სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა უშიშროების ძალებს აუკრძალა იარაღის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუმცა როგორც ჩანს ეს ბრძანება დაირღვა ქალაქ ჰომსში.