სირიაში 45 ადამიანი მოკლეს

ბრძოლების შედეგად სულ ცოტა 45 ადამიანი დაიღუპა
სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ალეპოში გრძელდება ბრძოლები სამთავრობო ჯარებსა და აჯანყებულებს შორის.

ალეპოს ისტორიულ უბანში მომხდარი შეტაკების დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად უძველესი სავაჭრო რაიონის შენობა ნაგებობები განადგურდა.

სირიის ოპოზიციის განცხადების თანახმად, ამ ბრძოლების შედეგად სულ ცოტა 45 ადამიანი დაიღუპა.