ობამას კონგრესში მწვავე რეაქცია მოელის

პარასკევს გამართული პრეს-კონფერენციისას, პრეზიდენტი გამოტყდა, რომ მისი მცდელობა შესაძლოა ჩავარდეს
სირიის საკითხზე პრეზიდენტ ობამას კონგრესში მწვავე რეაქცია მოელის. სირიის საკითხზე კენჭისყრა რომ დღეს ჩატარდეს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტის ინიციატივა-სირიაზე სამხედრო იერიშის განხორციელების მიზნით- ჩავარდებოდა.
პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ მისი მოვალეობაა ამერიკელ ხალხს საკუთარი არგუმენტაცია გააცნოს. თუმცა, პარასკევს გამართული პრეს-კონფერენციისას, პრეზიდენტი გამოტყდა, რომ მისი მცდელობა შესაძლოა ჩავარდეს.
ობამა: „დასაშვებია, რომ მე, საბოლოო ჯამში, ამერიკელების უმრავლესობის დარწმუნება ვერ შევძლო, რომ სირიაში ჩვენი მოქმედება გამართლებულია. ამის შემდეგ, კონგრესის თითოეულმა წევრმა უნდა გადაწყვიტოს-არის თუ არა [პასუხი სირიის მოქმედებაზე] მსოფლიოს უსაფრთხოებისა და ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის გამართლებული ნაბიჯი.“
კანონმდებლები, ისინიც კი, ვინც სამხედრო მოქმედებას უჭერენ მხარს, აცხადებენ, რომ მათ ოფისებში ანტი-საომარი სატელეფონო ზარები შედის.
დემოკრატი სენატორი დაიან ფაინსტაინი ამბობს:
„ორი აზრი არ არის იმაზე, რომ შემოსული მოსაზრებები ძირითადად უარყოფითია.“
გასულ კვირას, არიზონის შტატში, სენატორ ჯონ მაკეინს, რომელიც სამხედრო მოქმედების აქტიური მხარდამჭერია, ამომრჩევლები დაუპირისპირდნენ.
ექსპერტების განცხადებით, მომავალი რამდენიმე დღე ძალიან კრიტიკული იქნება. ბრუკინგსის ინსტიტუტში კონგრესის საკითხების მკვლევარი ტომას მანი ამბობს:
„წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესი კანონმდებლების მხარდაჭერა ჯერ არ არის უზრუნველყოფილი. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უმრავლესობა არც კი შედგება და მოსალოდნელია, რომ პარტიებს შორის აქტიური კონსულტაციები გაიმართება.“
სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკვე გამოსცა რეზოლუციის პროექტი, სადაც სირიის სამხედრო ძლიერების შესუსტებაზე საუბრობს მოლაპარაკებებით მიღწეული რეზოლუციის შედგენის ხარჯზე.
პალატაში, ორმა დემოკრატმა საკუთარი რეზოლუცია შეადგინა, რომელიც მიზნად ქიმიური იარაღის ხელმეორედ გამოყენების აღკვეთას ისახავს მიზნად. კონგრესმენი ჯერი კონოლი ამბობს, რომ მისი რეზოლუცია ითვალისწინებს პრეზიდენტს გზავნილს:
კონგრესმენი ამბობს, რომ მის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია აქცენტს აკეთებს პრეზიდენტის გზავნილზე, რომ სირიაში ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა გადაისროლონ. დამატებით, კონგრესმენების რეზოლუცია უმეტესწილად [სირიის საკითხზე არის აქცენტირებული.

თომას მანის თქმით, საბოლოო რეზოლუცია ჯარისკაცების დისლოკაციას აკრძალავს.
თომას მანი: „ის თუ როგორ განისაზღვრება ამოცანები ამ რეზოლუციაში დიდწილად განაპირობებს სენატის სხვადასხვა ფრაქციის მხარდაჭერას.“
სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რიდმა სენატში სირიის საკითხზე რეზოლუცია პარასკევს წარადგინა, რაც მიმდინარე კვირას სენატის სრული შემადგენლობის მიერ ამ საკითხზე კენჭისყრას უხსნის გზას.