ქართველი წყვილის „სინეტიკის თეატრმა“ ვაშინგტონში 11 ნომინაცია მიიღო
Your browser doesn’t support HTML5
პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ 23 წლის წინ დაარსებულ „სინეტიკის თეატრს“, წელს ვაშინგტონის თეატრალურ ოსკარად წოდებული, „ჰელენ ჰეისის“ პრესტიჟული ჯილდოს 11 ნომინაცია ერგო. მათი ორი წარმოდგენა - „გული-გამთქმელი“ და „ოქროს თევზი“ - წლის საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაზეა წარდგენილი.