ქართველი ქორეოგრაფის კიდევ ერთი აღიარება ვაშინგტონში

Your browser doesn’t support HTML5

ირინა ციქურიშვილს, ქართველ ქორეოგრაფს და მსახიობს, ვაშინგტონის თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, ანდერსონ ჰოპკინსის საპატიო ჯილდო გადაეცა. პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ ამერიკის დედაქალაქში დაარსებულ „სინეტიკის“ თეატრს ჰელენ ჰეისის ათეულობით პრიზი აქვს მოპოვებული.