შვეიცარიული კომპანია "როშის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ზოგიერეთი ტესტი, რომელიც ადგენს ქონდა თუ არა ადამიანს კორონავირუსი „საშინელია". ფარმაცევტული კომპანია ცოტახანში საკუთარი ანტისხეულების ტესტის გამოშვებას გეგმავს.
ქვეყნები მსოფლიოს გარშემო იმედოვნებენ, რომ სისხლის ეს ანალიზები, რომელიც აჩვენებს გადაიტანა თუ არა ადამიანმა კორონავირუსი სისხლში ანტისხეულების აღმოჩენით, ეკონომიკის გახსნაში და ვირუსის შეკავებაში დაეხმარებათ.
თუმცა, კომპანია ამბობს, რომ შეცდომის შემთხვევაში, თუ ტესტი აჩვენებს, რომ ადამიანს ვირუსი ქონდა და ეს მცდარია, რისკები იზრდება. ფარმაცევტული კომპანიის თქმით, საკუთარი ტესტის შექმნისას, მათ ბაზარზეე არსებული ტესტები შეისწავლეს.
„საშინელებაა, ეს ტესტები არაფრად ღირს“, - ამბობს სევერინ შვანი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. „ეთიკურადაც კითხვის ნიშნის ქვეშაა მსგავსი რამის გამოშვება“, - ამბობს ის სააგენტო "როიტერთან".
შვანის თქმით ამ დროისთვის ბაზარზე 100 მსგავსი ტესტია. მათ შორის ზოგიერთი მომხმარებელს, სწრაფ შედეგს სისხლის თითის წვერიდან აღებით სთავაზობს. შვეიცარიული კომპანია არ ასახელებს, თუ რომელი მათი კონკურენტის ტესტებზე საუბროდენ. თუმცა ამბობს, რომ საუბარია ცნობილი კომპანიების ტესტებზე.
„როშმა“ ასევე შექმნა ტესტები, რომლებიც ადგენენ აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსის ინფექცია. ამ ტესტეების მეშვეობით, კომპანიის გაყიდვები 29 პროცენტით გაიზარდა.
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით 2.5 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და გარდაიცვალა 180,000-ზე მეტი ადამიანი.