სიუზან რაისმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

ობამამ რაისის კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა

გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა სიუზან რაისმა პრეზიდენტ ობამას სთხოვა, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა მოხსნას.

ხუთშაბათს ბარაკ ობამამ რაისის კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და თან დასძინა, რომ სიუზან რაისი გაეროში ელჩის თანამდებობაზე დარჩება.

სიუზან რაისი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატურად მოიაზრებოდა, თუმცა ლიბიის ტერაქტთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა, საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ლიბიაში 2012 წლის 11 სექტემბერს ტერაქტის შედეგად ამერიკის ელჩი ქრისტოფერ სტივენსი და სამი ამერიკელი მოქალაქე დაიღუპა.