სუზან რაისის ვიზიტი ავღანეთში

შეერთებული შტატების მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ხვდება
სუზან რაისი, შეერთებული შტატების მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ავღანეთში იმყოფება. ის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ხვდება და მასთან მოლაპარაკებას ამერიკული სამხედრო შენაერთების ავღანეთში დარჩენის სამომავლო გეგმების შესახებ მართავს.

ეს სუზან რაისის პირველი უცხოური ვიზიტია მრჩეველის რანგში, მას შემდეგ რაც ის ამერიკის მასშტაბით შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, განვითარების პროგრამის ექსპერტებს და დიპლომატებს შეხვდა. წინა დღით პრეზიდენტმა კარზაიმ უგულვებელყო ლოია ჯირგას სახელით ცნობილი ქვეყნის მხცოვან ავტორიტეტთა შეკრების რეკომენდაცია შეერთებულ შტატებთან ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულების დაუყოვნებლივ ხელმოწერის შესახებ. მისი განცხადებით, ავღანეთს მეტი დრო სჭირდება იმისათვის, რომ ამერიკის მშვიდობის საკითხებისადმი ერთგულებაში დარწმუნდეს.