CBS: „სუპერ ბოული“ 123,4 მილიონმა მაყურებელმა ნახა

რეიტინგების წინასწარი მონაცემების მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია CBS-მა გამოაქვეყნა, ტელევიზორისა და სტრიმინგ პლატფორმების საშუალებით, "სუპერ ბოულს" დაახლოებით 123,4 მილიონმა ადამიანმა უყურა. "სუპერ ბოული" ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის სეზონის ფინალური მატჩია. ეს ყველაზე ყურებადი მოვლენა იყო ლიგის და ამერიკის სატელევიზიო ისტორიაში.

2023 წელს, CBS-ისვე ცნობით, „სუპერ ბოული“ 115,1 მაყურებელმა ნახა.

ერთმანეთს ფინალურ მატჩში ორი კლუბი, "კანზას სითი ჩეფს" და "სან-ფრანცისკო 49-იანები" დაუპირისპირდნენ. მატჩი "კანზას სითი ჩეფს"-ის გამარჯვებით დასრულდა.

მონაცემები აერთიანებს ადამიანთა რაოდენობას, რომლებიც თამაშს CBS-ის გარდა, სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმებზე, მაგალითად, როგორებიცაა Paramount+ და NFL+. ეს მონაცემები არ მოიცავს მაყურებლებს, რომლებიც თამაშს თვალს ბარებსა და თუ რესტორნებში ადავენებდნენ.

CBS-ისა და რეიტინგების მთვლელი Nielsen-ის საბოლოო მონაცემები, მაყურებელთა ჯამური რაოდენობის შესახებ, სამშაბათს გახდება ცნობილი.