ქართული საკვირაო სკოლა ვაშინგტონში

ქართული საკვირაო სკოლა ვაშინგტონში

ვაშინგტონის შემოგარენში ქართული საკვირაო სკოლა დაარსდა. სწავლა მარტში დაიწყო და მშობლებისა და ბავშვების საუბრიდან გამომდინარე წამოწყება საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. წმინდა თამარის სახელობის მართმადიდებლური ეკლესია, სკოლას ფართით უზრუნველყოფს , შეერთებულ შტატებში მომქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძველი სათვისტომო ორგანიზაცია „საქართველოს ასოციაცია“ კი სკოლას მფარველობს და მის დაარსებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

სკოლა ყოველკვირეულია და ბავშვები კვირაში ერთხელ ქართულ წერა-კითხვას, ისტორიას ხელოვნებას და რაც მთავარია ერთმანეთთან ქართულ ენაზე ურთიერთობას სწავლობენ. სურვილი და მონდომება იმგვარია, რომ მშობლები ბავშვებს ერთი საათის სავალზე ბალტიმორიდანაც კი ატარებენ. ერთ-ერთმა მშობელმა ამერიკის ხმასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბავშვები იმის გამო რომ ამერიკულ სკოლაში ყოველ დღე ნახევარ დღეს ატარებენ, ქართულად ლაპარაკი უჭირთ. საკვირაო სკოლამ კი ეს ბალანსი ერთგვარად შეავსო. მშობლების თქმით მთავარი მიღწევა ბავშვებში ქართული აზროვნების ჩამოყალიბებაა.

სკოლაში ერთადერთი პედაგოგია ქ-ნი ნინო მელაძე , რომელიც უსასყიდლოდ , ენთუზიამით აკეთებს ყველაფერს , მან დიდი სამუშაო გასწია იმისთვის რომ სკოლას რეგულარულად ემუშავა, თანაც ბავშვებს ინტერესი და სიყვარულიც იმდენად გაუღვივა, რომ სკოლაში ყველა დიდი სიხარულით მიდის, ის თუ როგორ ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს სკოლა , რა წარმატებები და მომავლის გეგმები აქვს მას, ამერიკის ხმასთან თავად ქ-ნ ნინომ ინტერვიუში ისაუბრა. როგრც ქ-ნმა ნინომ აღნიშნა სკოლის დაარსების იდეა „ქართული ასოციაციის“ მხრიდან წამოვიდა , რასაც ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდი ახლდა წინ. ამჟამად სკოლაში 20-მდე ბავშვი სწავლობს და ორ ჯგუფათ ყოველ შაბათს იკრიბებიან. უმცროს ჯგუფში 5 წლამდე ბავშვები არიან და მათ ძირითადად მეტყველებაზე უმახვილებენ ყურადღებას, უფროს ჯგუფში კი ბავშვები წერა-კითხვას, ისტორიას და ხელოვნებას შეისწავლიან. მალე სკოლის ბაზაზე საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოთეკაც შეიქმნება. ამ ეტაპზე კი ქ-ნი ნინოს განცხადებით, ახალი სასწავლო წელი დაიწყო, ახალი შემართებით და სასწავლო პროგრამის ყოვეკვირეული დახვეწით. რაც შეეხებათ ბავშვებს , ყოველ შაბათს ისინი დიდი სიხარულით ელიან, მათთვის ხომ აქ მშვიდი და ოჯახური გარემოა შექმნილი.