ლონდონში სამიტი გაიმართება

ლონდონში ავღანეთისა და პაკისტანის მაღალჩინოსნები ჩადიან
ბრიტანეთი ავღანელ და პაკისტანელ ლიდერებთან სამიტს მართავს
ლონდონში ავღანეთისა და პაკისტანის მაღალჩინოსნები ჩადიან ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ დევიდ კამერონთან სამიტის გასამართად, რომლის დანიშნულებაც დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ორ ქვეყანას შორის ურთიერობის გაუმჯობესებაა.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კამერონი კვირა საღამოს ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა და პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის შეხვდა. სამიტი ოფიციალურად ორშაბათს დაიწყება.