56-წევრიანი ორგანიზაციის სამიტს წინ ქაიროში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები უძღოდა
ისლამურ სახელმწიფოთა ლიდერები ეგვიპტეში ორდღიან სამიტზე შეიკრიბნენ. მოლაპარაკებების თემა სავარაუდოდ სირიაში და მალიში მიმდინარე კრიზისი და ისრაელ-პალესტინის ურთიერთობა იქნება. ლიდერები ასევე განიხილავენ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ საკითხებს; განსაკუთრებულ ყურადღებას მზარდი სიღარიბის შეჩერების პრობლემაზე გაამახვილებენ.
56-წევრიანი ორგანიზაციის სამიტს წინ ქაიროში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები უძღოდა. ერთობლივი განაცხადის მონახაზი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს საკუთარი ხალხის ორწლიან სისხლიან ომში ჩათრევაში დებს ბრალს. ის დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგის დაუყოვნებლივ გამართვისკენ მოუწოდებს, რათა შეჩერდეს დაუნდობელი სისხლისღვრა, რომელმაც უკვე 60 ათასი სირიელი შეიწირა. ორგანიზაციამ სირიას წევრობა ჯერ კიდევ აგვისტოში შეუჩერა.