ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა სუდანში მიმდინარე კონლიქტის მედიაციის მიზნით, მოლაპარაკებები გამართა სუდანის მმართველ სამხედრო საბჭოსა და პრო-დემოკრატ საპროტესტო მოძრაობას შორის. მათ შორის, საბრძოლო დაპირისპირებას ამ კვირაში 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა გენერლებს და აპირებს, რომ ცალკე შეხვდეს ოპოზიციურად განწყობილ ლიდერებს. პარალელურად, აფრიკის კავშირმა განაცხადა, რომ ჩამოაშორებს სუდანს ყველანაირი აქტივობისაგან, ვიდრე სამოქალაქო მთავრობა არ იქნება არჩეული.
ოპოზიციასთან ასოცირებული სუდანელი ექიმები იუწყებიან, რომ შეტაკების შედეგად გარდაცვლილია 113 ადამიანი, ხოლო 500-ზე მეტი დაჭრილია. სუდანის ჯანდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი არ სცილდება 46-ს.