კონსპირაციის თეორიები და დეზინფორმაცია ვაქცინის მიმართ უნდობლობას აჩენს. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ დეზინფორმაციამ შესაძლოა განაპირობოს მოსახლეობის უმეტესობის უარი ვაქცინაზე. ეს კი თავის მხრივ გულისხმობს, რომ შესაძლოა კოვიდ-19-ის ვაქცინა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ მიიღოს, რაც მთელი საზოგადოების დასაცავადაა საჭირო.
შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში 8 000 ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 55 პროცენტზე ნაკლები გეგმავს ვაქცინის მიღებას. მეცნიერთა გათვლებით, სწორედ 55 პროცენტის ვაქცინაციაა საჭირო, მოსახლეობაში პოპულაციური (ე.წ. ჯოგური) იმუნიტეტის გამოსამუშავებლად.
ასევე ნახეთ: კოვიდ-19- ამერიკის მორიგი რეკორდი ჰოსპიტალიზაციის და ინფიცირების მხრივ„ვაქცინა მხოლოდ იმ შეთხვევაში იმუშავებს, თუ ადამიანები მას გაიკეთებენ. დეზინფორმაცია არსებულ შიშებსა და გაურკვევლობას ახალ (კოვიდ-19-ის) ვაქცინებზე აღრმავებს,“, - ამბობს კვლევის თანაავტორი ჰეიდი ლარსონი, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლიდან.
ეს მაშინ, როცა კომპანია „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ ვაქცინის გამოცდამ საიმედო შედეგი გამოიღო და 90-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა კლინიკური ცდების მესამე ეტაპზე. „ფაიზერის“ მონაცემები ერთ-ერთი მთავარი გარღვევაა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში, რომელმაც მსოფლიოს გარშემო მილიონ ადამიანზე მეტი შეიწირა.
ასევე ნახეთ: 5 რამ, რაც "ფაიზერის" კორონავირუსის ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთკოვიდ-19-ის გარშემო დეზიფორმაციაზე კვლევა შემდეგნაირად ჩატარდა: 3 000 მონაწილეს თითოეულ ქვეყანაში ცრუ და არასწორ ინფორმაციას აცნობდნენ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ მედიაში ვრცელდება. ხოლო დანარჩენ 1000 მონაწილეს კი საკონტროლო ჯგუფის სახით, ფაქტობრივ ინფორმაციას უზიარებდნენ.
შედეგი კი ასეთი იყო: თუ ექსპერიმენტში მონაწილეობამდე, დიდ ბრიტანეთში კვლევაში ჩართულთა 54% ამბობდა, რომ “უეჭველად“ მიიღებდა ვაქცინას და შეერთებულ შტატებში 41.2 პროცენტი იყო ამავე აზრზე, ამ ადამიანთა რაოდენობა დეზინფორმაციის მიწოდების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში 6.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო შტატების შემთხვევაში კი - 2.4-ით შემცირდა.
ასევე ნახეთ: "ფაიზერის" ვაქცინა განვითარებადი ქვეყნებისთვის შეიძლება არაპრაქტიკული იყოსკვლევის მიხედვით, ორივე ქვეყანაში, ვაქცინაზე უარს უფრო მეტად უმაღლესი განათლების არმქონე და დაბალი შემოსავლის ადამიანები ამბობენ. ამ კუთხით ფერადკანიანი მოსახლეობაც უფრო მოწყვლადია.
ვაქცინაზე უარს უფრო ხშირად ქალები ამბობენ, კაცებთან შედარებით. თუმცა რესპონდენტების უმეტესობა თანხმდება, რომ მიიღებდა ვაქცინას, თუ ის მათი ოჯახების, მეგობრების და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების დაცვას შეუწყობდა ხელს.