"პუტინი შეცდა, ჩვენ მზად ვიყავით" - ბაიდენი ერის წინაშე წარდგა
Your browser doesn’t support HTML5
„თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს ტირანიაზე“ - ამ სიტყვებით დაიწყო ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ერისადმი თავისი პირველი ოფიციალური მიმართვა. ბაიდენის გამოსვლის პარალელურად ევროპის მიწაზე კვლავ რუსული ბომბები ცვიოდა. ამერიკა კი ისევ კოვიდ პანდემიის, მზარდი ინფლაციისა და შიდა პოლარიზაციის პირისპირაა.