საერთაშორისო სასწავლო პროგრამების მეშვეობით სტუდენტები მცირე ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობენ.
არტ ვილისმა და მისმა მეუღლემ საკუთარი ნავსადგური ჩეზაპიკ ბეისთან 35 წლის წინ შეიძინეს. გარკვეული დროის შემდეგ ცუდმა ამინდმა ნავსადგური გაანადგურა.
„აქ ყველაფერი დანგრეული იყო. ყველაფრის ნაწილ-ნაწილ შეგროვება თავიდან დაგვჭირდა," - გვიხსნის ნავსადგურის მეპატრონე.
სულ მალე ნავსადგურის მდგომარეობას ეკონომიკური პრობლემებიც დაერთო. სწორედ ამ დროს, ვაშინგტონის კოლეჯის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები დასახმარებლად გამოჩდნენ. მათ მწვანე ენერგიის გამომუშავებისათვის სპეციალური ბიზნეს გეგმაც შეიმუშავეს იმისათვის, რომ ვილის ნავსადგურისათვის ათასობით დოლარი დაეზოგათ.
პროგრამას, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები მცირე ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს - „სტუდენტები თავისუფალი საწარმოებისათვის“ ეწოდება. ჯგუფის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი სუზან ვოულსი ამბობს რომ, პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, განსაზღვრონ ადამიანის მოთხოვნები, გარემოს დაცვისა და და ეკონომიკური მოგების კონტექსტში არსებული საკითხები. ეს ყველაფერი კი, შემდგომში ბიზნესის წარმოებას უწყობს ხელს და, ასევე, არ აზიანებს გარემოს.
„ჩვენი კლიენტების დიდი ნაწილი ქალაქის მაცხოვრებლები არიან; ისინი განსაკუთრებით აფასებენ ჩვენს საქმიანობას, რომლითაც გარემოს ზიანს არ ვაყენებთ," - აცხადებს არტ ვილისი.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საზოგადოებისა და გარემოს გაჯანსაღებას უწყობს ხელს, ბიზნესში ეთიკის პრინციპებია. ამ თემას დიდ ყურადღებას თავად პროგრამაში მონაწილე სტუდენტებიც უთმობენ, რადგან ყოველივე ეს ორგანიზაციის მორალს განსაზღვრავს.