„სამართლიანი არჩევნების“ გამგეობამ მიიჩნია, რომ ორგანიზაციის დირექტორის გადაწყვეტილებამ, პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომების შესახებ, საზოგადოებისთვის დაგვიანებით ეცნობებინა, „სამართლიან არჩევნებს“ რეპუტაციული ზიანი მიაყენა. ამიტომ, კონსენსუსური გადაწყვეტილებით, ელენე ნიჟარაძე, დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელენე ნიჟარაძე „ISFED”-ს დირექტორის თანამდებობაზე აღარ იყო, გუშინ გავრცელდა, თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ამის შესახებ, დეტალურად დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
"გამგეობა მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის დროულმა არგაჟღერებამ გამოიწვია ბევრი ეჭვი და შეთქმულების განვითარება, რამაც რეპუტაციული ზიანი მიაყენა ორგანიზაციას და აღმასრულებელი დირექტორის მიმართ, ხომ არ ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა და PVT-იც დააყენა ეჭვქვეშ" - განაცხადა ბაია პატარაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ასევე ნახეთ: ნატომ საქართველო სამოქმედო გეგმის გარეშე უნდა მიიღოს - ბენ ჰოჯესიამასთან, მოკვლევის დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხმების პარალელური დათვლის დროს, „ადამიანური შეცდომა“ იქნა დაშვებული.
გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ სართანიამ განმარტა, რომ PVT-ზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო NDI-იც, რომელსაც ორგანიზაციამ დავალება ზეპირსიტყვიერად მისცა. ISFED-ს NDI-სთვის წერილობით არ უცნობებია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ბათილი ბიულეტენები ხმებს არ უნდა მიეთვალოს. სწორედ ამ მიზეზით იყო ორგანიზაციის მიერ გამოწვეულ პარალელურ დათვლებში ცდომილება.
რამდენიმე დღის წინ "სამართლიანმა არჩევნებმა", რომ პარალელური დათვლის დროს ფორმულაში შეცდომა დაუშვეს და რეალურად სხვა მონაცემები უნდა ყოფილიყო. მონაცემები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შეიცვალა და ცესკოს შედეგებს მიუახლოვდა.
ასევე ნახეთ: "ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს"- დევიდ კრემერიხმების პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომის შესახებ, ISFED-ის მიერ დღეს გაკეთებული განმარტებას, „სუსტ არგუმენტად“ მიიჩნევს „ქართული ოცნება.
"როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა (PVT-ის მონაცემები) და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი ხარვეზის მიზეზი "ადამიანური შეცდომაა"... ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით აღრმავებს ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის მანძილზე მალავდა ხარვეზს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული" - განაცხადა საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.