ნიკა მელია მზადაა ციხე ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოთი დატოვოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ იმ პირობით, თუ ამნისტიის საკითხი აღარ განიხილება.
„გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია და ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, წერს ნიკა მელია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
გაითხოვეთ ამნისტია და ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილენიკა მელია
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი განმარტავს, რატომ არის მისთვის ამნისტიის საკითხი მიუღებელი. „არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას“, ამბობს მელია და ე.წ. მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პირებს სთხოვს, არ მიიღონ მონაწილეობა ამნისტიის პროცესში.
„მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს ოპოზიციიდან, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. რუსთავის ციხის 224-ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია.
სრულიად ცხადია, რომ "ქართული ოცნება" ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას.
ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი.ბადრი ჯაფარიძე
კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა ქართული ოცნების წინააღმდეგ“, წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
მელიას ამ მიმართვას უკვე გამოეხმარა დოკუმენტის ერთ-ერთი ხელმომწერი ბადრი ჯაფარიძე. „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლოდერი აცხადებს, რომ ოპოზიცია ამნისტიას ვერ გაიწვევს. მისივე თქმით, "ამნისტიის კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს და ამის განზრახვა არავის არ აქვს".
ასევე ნახეთ: სენატის რეზოლუცია საქართველოს პარლამენტს ხალხის პრობლემების გადაჭრაზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს"ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვა, ეს არის ბატონი მელიას პოზიცია რომელიც მედიატორმა უნდა განიხილოს. ამნისტიის კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს, არავის ამის განზრახვა არ აქვს. თუ იქნება მცდელობა, რომ "ქართული ოცნება" დატოვებს კარს ღიად ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ამ წინადადებას, ჩვენი ამოცანაა, საბოლოო ჯამში, ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ერთი უნდა გათავისუფლდეს ხვალ როდესაც შევალთ პარლამენტში და მეორე პოლიტპატიმრის ნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის ამბობს, რომ მზად არის ევროკავშირის გირავნობას დაეთანხმოს, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ”, აცხადებს ჯაფარიძე.
ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.შალვა პაპუაშვილი
მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამნისტიის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ნიკა მელიას გამოყვანა არ არის.
„ამ ამნისტიის მიზანი არ არის ნიკა მელიას გამოყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს არ არის მიზანი. ეს არის ნაწილი იმ შეთანხმებისა, რომელსაც ჰქვია წინსვლის გზა საქართველოსთვის. მთავარი აზრი არის ის, რომ პარტიები ქიშპობიდან გადავიდნენ თანამშრომლობაზე, არა ნიკა მელიას გამოყვანა ციხიდან, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასების გვერდზე გადადება და წინ გახედვა. ასე რომ, ნიკა მელიას გარშემო დედამიწა არ ტრიალებს, მათ შორის არც ამ შეთანხმებაში" - აცხადებს პაპუაშვილი.
ასევე ნახეთ: ელჩი დეგნანი: ამნისტიაზე შეთანხმება ქვეყნისთვის წინსვლის გზააუმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ ენმ-ისა და „ევროპული საქართველოს" ქმედებები დესტრუქციულია და არეულობას ისახავს მიზნად. „ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ყველანაირი მიზეზის გამოყენება უნდათ დესტრუქციისა და არეულობისთვის“, ამბობს პაპუაშვილი.