ამერიკელი პარტნიორები ომის მე12 წლისთავზე მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ

ფილიპ რიკერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ევროპისა და ევრაზიის საკითხებს კურირებს, რუსეთთან საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე აცხადებს, რომ რუსეთი მაშინ საქართველოში შეიჭრა, ასობით ადამიანი მოკლა და ათობით ათასი კი საკუთარი სახლებიდან განდევნა. რიკერი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

არაერთ კონგრესმენთან და სენატორთან ერთად, აშშ-ის ჰელსინკის კომისია ასევე გამოეხმაურა ამ თარიღს. კომისიის თქმით, 12 წლის წინ რუსეთი არალეგალურად შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს ოკუპაციას, რაც არღვევს ეუთოს ხელშეკრულებებს, ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმებებსა და ეუთოს ვალდებულებებს.

ასევე ნახეთ: ამერიკელი ანალიტიკოსები: დასავლეთს "ბორდერიზაციაზე" უფრო მკაცრი პასუხი უნდა ჰქონდეს

საექსპერტო წრეებიდან კი თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს ლუკ კოფიმ (ჰერიტიჯის ფონდი), ჯონათან კაცმა (გერმანიის მარშალის ფონდი), და იან კელიმ - აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში.